Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სახალხო არტისტი თენგიზ არჩვაძე


საარქივო ფოტო: თენგიზ არჩვაძე
საარქივო ფოტო: თენგიზ არჩვაძე

ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ იუწყება კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, ბატონი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო! მარჯანიშვილის თეატრის სახელით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - წერია თეატრის წერილში.

თენგიზ არჩვაძეს მიღებული აქვს საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტის, ასევე, სახალხო არტისტისა და „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.

არჩვაძემ წლები გაატარა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. ასევე, მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში. მას შესრულებული აქვს 46 კინოროლი.

XS
SM
MD
LG