Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გავაგრძელებთ საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე“ - ევროპული საბჭოს დასკვნა


ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პრესკონფერენცია ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში. 27, ოქტომბერი, 2023.
ევროპული კომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პრესკონფერენცია ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში. 27, ოქტომბერი, 2023.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და მათი რეფორმების მხარდაჭერას ევროპულ გზაზე, - წერია ევროპული საბჭოს შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში.

2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ძირითადად საუბარია უკრაინის მხარდაჭერაზე.

დასკვნაში მხოლოდ ერთხელაა ნახსენები საქართველო. მოლდოვა - ორჯერ. ევროპული საბჭო ქვეყანას ჰპირდება დახმარებას იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.

„დოკუმენტში გაფართოების ერთიან კონტექსტშია საუბარი სამივე ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდაჭერაზე“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა 25 ოქტომბერს X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ სამი ქვეყნის მხარდაჭერაზე ჩანაწერი დასკვნით დოკუმენტში თავდაპირველად არ იყო და მხოლოდ გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაემატა.

XS
SM
MD
LG