Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა "ისლამურმა სახელმწიფომ"


სოციალური მედიით გავრცელდა ქაბულში 26 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების სურათები
სოციალური მედიით გავრცელდა ქაბულში 26 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების სურათები

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა იკისრა ქაბულის შიიტურ უბანში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც 26 ოქტომბერს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯგუფმა 27 ოქტომბერს ტელეგრამით დაწერა, რომ ბომბის შემცველი პაკეტი განათავსა "ოთახში, სადაც შიიტები იკრიბებოდნენ", ქაბულის დაშტ-ე-ბარჩის უბანში.

"ისლამურმა სახელმწიფომ", რომელიც შიიტებს ერეტიკოსებად მიიჩნევს, ბოლო წლებში ამ უბანში რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა განახორციელა და მიზანში ამოიღო სკოლები, მეჩეთები და სავარჯიშო დარბაზები.

XS
SM
MD
LG