Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის აეროპორტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის შვილის კომპანია აღადგენს


შეხვედრა სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ.
შეხვედრა სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ.

27 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შესახებ შპს „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან“.

კომპანია „ინფრასტრუქტურის დეველოპმენტის“ ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ახლა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ-ერთი ვაჟი, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Apsnypress-ი წერს, შეთანხმების ფარგლებში, აღდგება აეროდრომი, განახლდება 3100 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი, რაც შესაძლებელს გახდის თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღებას.

ასევე, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი და გარემონტდება ისტორიული აეროპორტის შენობა. ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა იქნება 1300 მგზავრი საათში.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არ ცნობს სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ.

XS
SM
MD
LG