Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში "ბუნების დაცვის" მიზნით 15 ათასზე მეტ ველურ ცხენს დახოცავენ


ცხენი ტყის ხანძრისგან გაქცევას ცდილობს. ავსტრალია, სამხრეთ უელსის შტატი. 2019 წლის 31 დეკემბერი
ცხენი ტყის ხანძრისგან გაქცევას ცდილობს. ავსტრალია, სამხრეთ უელსის შტატი. 2019 წლის 31 დეკემბერი

ავსტრალიის ეროვნულ პარკ კოსციუშკოში 15 ათასზე მეტ ველურ ცხენს დახოცავენ, რაც ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ველური ბუნების დასაცავად არის საჭირო.

ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ცხენებს ჰაერიდან ესვრიან. შედეგად, სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში არ უნდა დარჩეს სამი ათასზე მეტი ველური ცხენი. ახლა მათი რაოდენობა 18.8 ათასია.

"ბრამბები შეიძლება გამხდარიყვნენ გადამწყვეტი ფაქტორი", რის გამოც, ავსტრალიის ხელისუფლების თანახმად, შესაძლოა გამქრალიყო ექვსი სახეობის ცხოველი და ორი სახეობის მცენარე. ხელისუფლების მტკიცებით, გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნების საუკეთესო საშუალება ცხენების დახოცვაა. ხელისუფლების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა ჯგუფებმა და ამას, როგორც The Guardian-ი წერს, "ველური ბუნებისა და მთის წყაროების გამარჯვება" უწოდეს.

თავის მხრივ, ბრამბების დაცვის ავსტრალიის ალიანსი, რომელიც აღიარებს ცხენების რაოდენობის კონტროლის აუცილებლობას, მრავალი წლის განმავლობაში ითხოვს მათ გადასახლებას და არა - განადგურებას. ალიანსი აღნიშნავს, რომ ყველა პროექტი, რომელიც იცავს ბრამბებს, შეასწავლის მათ ადამიანებთან ურთიერთობას და ზრუნავს მათ დაბინავებაზე, - ვერ იღებს სახელმწიფო დაფინანსებას.

XS
SM
MD
LG