Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: რუსეთი სიკვდილით სჯის სამხედროებს, რომლებიც უარს აცხადებენ ბრძანებათა შესრულებაზე


ჯონ კირბი, თეთრი სახლის პრესმდივანი ეროვნული უშიშროების საკითხებში
ჯონ კირბი, თეთრი სახლის პრესმდივანი ეროვნული უშიშროების საკითხებში

აშშ-ს მოეპოვება ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია სიკვდილით სჯის ჯარისკაცებს, რომლებიც უარს აცხადებენ უკრაინის ომთან დაკავშირებული ბრძანებების შესრულებაზე - აცხადებს თეთრი სახლი 26 ოქტომბერს.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ კირბიმ, ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ აშშ-ის ინფორმაციით, "რუსი მეთაურები მთელ დანაყოფებს ემუქრებიან სიკვდილით დასჯით, თუკი ისინი უკრაინის საარტილერიო ცეცხლიდან უკან დახევას შეეცდებიან".

XS
SM
MD
LG