Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ფორუმზე იმყოფებიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერები


სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დახვდა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დახვდა.

სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ნიკოლ ფაშინიანი, ალი ასადოვი და დრიტან აბაზოვიჩი თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

რიგით მეოთხე საერთაშორისო ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახსნის. ფორუმის დევიზია: „დაკავშირება დღეს, მედეგობა ხვალ.“

ფორუმის მონაწილეებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი რობერტა კალასი, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიხაილ ჯაბაროვი, სერბეთის ვაჭრობის მინისტრი ტომისლავ მომიროვიჩი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის სფეროში აჰმედ ალ ზაიედი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ერინ ელიზაბეტ მაქიი.

"აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოში 2015, 2017 და 2019 წლებში ჩატარდა. წლევანდელ ფორუმს 60 ქვეყნის ორი ათასამდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი ფოკუსირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კომუნიკაციები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.

XS
SM
MD
LG