ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ ბრიუსელში დაუშვებლად მიიჩნევენ უკრაინის კაპიტულაციას ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინაშე.
"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა კიევში მარიონეტული მთავრობა შექმნას და პოლონეთის საზღვარზე რუსული არმია განათავსოს", - განაცხადა ბორელმა. მისი აზრით, "პუტინი, ალბათ, ორჯერ დაფიქრდებოდა უკრაინაში შეჭრაზე, რომ სცოდნოდა, თუ როგორ დაუჭერდნენ მხარს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები კიევს."
ბორელის თქმით, უკრაინელებს სჭირდებათ ევროპის დახმარება, რადგან რუსეთის აგრესიისგან მარტო ვერ დაიცავენ თავს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა კვირას, 1 ოქტომბერს, უკრაინაში ვიზიტის დროს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეეჩერებინა კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში, თავისი შუალედური ბიუჯეტიდან.