Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა ტელევიზიით „შეურაცხმყოფელი“ განცხადების გამო


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ერევანში
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ერევანში
სომხეთის ოფიციალური პირების მიმართ „შეურაცხმყოფელი გამონათქვამების“ გამო, რომლებიც გაისმა რუსეთის ტელევიზიით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის ნიშნად გამოიძახა რუსეთის ელჩი სომხეთში.
სამინისტროს 24 ოქტომბრის განცხადებაში წერია, რომ მან პროტესტი გამოხატა რუსეთის „პირველ არხზე გასული გადაცემის გამო, რომელშიც გაისმა სომხეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი გამონათქვამები“.
განცხადებაში გადაცემა დასახელებული არ არის, მაგრამ 23 ოქტომბერს რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკეს აზერბაიჯანთან კონფლიქტის წარმართვის და დასავლეთთან დაახლოებისკენ სწრაფვის გამო.
XS
SM
MD
LG