24 ოქტომბერს მოლდოვამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ორ ათეულ მედიასაშუალებაზე წვდომა დაბლოკოს.
კიშინიოვი ამ ნაბიჯს იმით ასაბუთებს, რომ მათ რუსეთი იყენებს მოლდოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში.
მოლდოვის დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის დადგენილებაში ჩამოთვლილია რუსეთის 22 საინფორმაციო რესურსი, მათ შორის, Russia Today და "ენტევე".
დადგენილებაში წერია, რომ მოლდოვის ინტერნეტპროვაიდერებს უბრძანეს, დაუყოვნებლივ დაბლოკონ ამ საიტებზე წვდომა.
Reuters-ის კორესპონდენტის თანახმად, გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ამ მედიასაშუალებებიდან ზოგიერთი კვლავ მისაწვდომი იყო მოლდოვაში. რუსეთის ხელისუფლებას კიშინიოვის გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.