Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ თურქეთთან ერთად დაიწყო ერთობლივი სამხედრო წვრთნა


საილუსტრაციო ფოტო: თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, რეჯეპ ტაიპ ერდოანისა (მარცხნივ) და ილჰამ ალიევის შეხვედრა ნახიჩევანში. 25 სექტემბერი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, რეჯეპ ტაიპ ერდოანისა (მარცხნივ) და ილჰამ ალიევის შეხვედრა ნახიჩევანში. 25 სექტემბერი, 2023.

23 ოქტომბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყო თავის სამხედრო მოკავშირესთან, თურქეთთან ერთად. წვრთნა სომხეთის საზღვრის მახლობლად იმართება. ამ დროს თეირანში ტარდება სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მათი ირანელი და რუსი კოლეგების შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილავენ მთელ რიგ პრობლემებს, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნაში, რომელიც თურქეთის თანამედროვე სახელმწიფოს დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის სახელს ატარებს, 3000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სამხედრო სწავლება ტარდება ბაქოში, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, რომლებსაც 2020 წლამდე ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ, და ირანსა და სომხეთს შორის მდებარე ნახიჩევანის ანკლავში.

სამხედრო მანევრები 25 ოქტომბრამდე გასტანს.

პარალელურად ირანში იმართება „3+3“ (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი და ირანი) ფორმატის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც საქართველო არ ესწრება.

XS
SM
MD
LG