Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არც ახლა აპირებს მონაწილეობას 3+3 ფორმატის შეხვედრაში


საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ იღებს 3+3 ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას
საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ იღებს 3+3 ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობას

საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას „3+3“ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც თეირანში გაიმართება.

რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან მისწერეს, რომ „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“.

ირანული და აზერბაიჯანული სამთავრობო მედიის ცნობით, 3+3 ფორმატის შეხვედრა ორშაბათს, 23 ოქტომბერს, ირანის დედაქალაქ თეირანში იმართება.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.

ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა.

ამ ფორმატში ერთადერთი შეხვედრა 2021 წელს გაიმართა. მას საქართველო არ დასწრებია.

შეხვედრაზე საქართველოს დროშაც იყო წარმოდგენილი, რაც თბილისმა გააპროტესტა.

საქართველომ რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების საკუთარი ფორმატი შესთავაზა.

XS
SM
MD
LG