Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ბობი ჩარლტონი, ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდა


ინგლისის ნაკრები 1966 წლის მსოფლიო ჩემპინიატის წინ (ბობი ჩარლტონი პირველ რიგში, მარჯვნიდან მესამე)
ინგლისის ნაკრები 1966 წლის მსოფლიო ჩემპინიატის წინ (ბობი ჩარლტონი პირველ რიგში, მარჯვნიდან მესამე)

დიდ ბრიტანეთში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი და 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ცნობილი ფეხბურთელი ბობი ჩარლტონი. ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად განაცხადა საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომლის კაპიტანიც იყო თავის დროზე ბობი ჩარლტონი.

ჩარლტონი მანჩესტერში თამაშობდა 1956-1973 წლებში ნახევარმცველად და თავდამსხმელად.

1958 წელს იგი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს მიუნხენში მომხდარ ავიაკატასტროფაში, როდესაც მისი თანაგუნდელების დაახლოებით ნახევარი დაიღუპა.

1966 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე, ჩარლტონი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ინგლისის ნაკრებმა მაშინ მსოფლიო თასი მოიგო, ჯერჯერობით ერთადერთხელ ინგლისის საფეხბურთო ისტორიაში. იმავე წელს ჩარლტონმა მოიპოვა ოქროს ბურთი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზ. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ჩარლტონი ევროპის ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა. საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ჩარლტონი იყო მწვრთნელი და ფეხბურთის მენეჯერი. ბობი ჩარლტონს ინგლისის დედოფალმა რაინდის წოდება მიანიჭა.

XS
SM
MD
LG