Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი სასამართლოს თანამშრომლის შეურაცხმყოფელი პოსტის გამო დააჯარიმეს


დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი

პარასკევს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის მოსამართლის არტურ ენგორონის გადაწყვეტილებით ხუთი ათასი დოლარით დააჯარიმეს.

მოსამართლე ენგორონმა დაადგინა, რომ ტრამპმა დაარღვია ვალდებულება, რომელიც პოლიტიკოსს უკრძალავდა სასამართლოს თანამშრომლების შესახებ შეურაცხმყოფელ საუბარს მის წინააღმდეგ თაღლითობის თაობაზე გამართული სასამართლო პროცესის დროს.

სასამართლო პროცესი, როგორც Reuters-მა აღნიშნა, ტრამპის მიერ, მისი აქტივების ღირებულების თაობაზე შეცდომაში შეყვანის შესახებ წაყენებული ბრალდებების განხილვას უკავშირდება.

მოსამართლემ ექსპრეზიდენტს ჯარიმა დააკისრა იმის გამო, რომ სასამართლოს ერთ-ერთი თანამშრომლის მისამართით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტი დარჩა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებსაიტზე, რომელიც ენგორონმა დამამცირებლად ცნო და მისი წაშლის განკარგულება მიიღო.

მოსამართლემ არ დაადანაშაულა რესპუბლიკელი პოლიტიკოსი უპატივცემულობაში, მაგრამ დაიტოვა უფლება ეს გააკეთოს მომავალში, ან თუნდაც პატიმრობაც შეუფარდოს დონალდ ტრამპს, თუ ის განაგრძობს აკრძალვის დარღვევას. ტრამპის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ საიტზე პოსტის შენახვა უნებლიეთ მოხდა.

  • სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. ვერდიქტის თანახმად, ტრამპი უკანონოდ ზრდიდა თავისი აქტივების ღირებულებას. გადაწყვეტილება ზემოხსენებულმა ნიუ-იორკის მოსამართლე არტურ ენგორონმა მიიღო.

XS
SM
MD
LG