Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხარაძის თქმით, ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებები სრულდება


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომოარე ნიკოლოზ სამხარაძე.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომოარე ნიკოლოზ სამხარაძე.

პარლამენტში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის საკითხზე, ინტერპელაციის წესით, მოუსმინეს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა 2020 წელს მიღებულ რეზოლუციას ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების შესახებ.

როგორც სამხარაძემ განმარტა, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ისედაც ჰქონდა ღრმა პარტნიორული ურთიერთობა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და რეზოლუცია გულისხმობდა, ურთიერთობის ახალ დონეზე აყვანას.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე მოლაპარაკებების სრულდება.

„ინდოეთთან მიმდინარეობს ახლა მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის თემაზე, სადაცაა დასრულდება და ხელი მოეწერება. კორეის რესპუბლიკასთანაც იგივე ხდება; იაპონიასთანაც ვიცით რომ შეჩერებულია - რადგან იაპონია ემზადება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე ახალი ხედვის წარმოსადგენად და ეს ჩემი იაპონიის ვიზიტის დროსაც დადასტურდა", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას 2017 წელს მოეწერა ხელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 11 სექტემბერს თქვა, რომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლა შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG