ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ქნესეთის თავდაცვისა და საერთაშორისო საკითხების კომიტეტში გამოსვლისას ილაპარაკა, როგორ წარმოუდგენია „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის საბოლოო მიზნები.
გალანტის თქმით, ეს მიზნებია „‘ჰამასის’ მოშორება და მისი შესაძლებლობების განადგურება, როგორც სამხედრო, ისე სამთავრობოსი“, ასევე „რეგიონის უსაფრთხოების სფეროში ახალი რეალობის შექმნა“.
ამ მიზნების მიღწევის შემდეგ ისრაელი მოიხსნის ღაზის სექტორის მიმართ ყოველგვარ „პასუხისმგებლობას“, თქვა თავდაცვის მინისტრმა. ამჟამად ისრაელი აკონტროლებს ღაზის საჰაერო სივრცეს, საზღვრებსა და სანაპირო ზოლს.
გალანტმა დაასახელა მომავალი სამხედრო კამპანიის კიდევ ერთი მიზანი: ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის გაწყდება ყოველგვარი კავშირი.