Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის რადამ პირველი მოსმენით მოიწონა УПЦ-ს აკრძალვის კანონპროექტი


მიტროპოლიტი ონოფრე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) რეზიდენციაში კიევ-პეჩერსკის ლავრაში. კედელზე რუსეთის პატრიარქის, კირილის პორტრეტი.
მიტროპოლიტი ონოფრე, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) რეზიდენციაში კიევ-პეჩერსკის ლავრაში. კედელზე რუსეთის პატრიარქის, კირილის პორტრეტი.

უკრაინის უმაღლესმა რადამ ხუთშაბათს პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში კრძალავს რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ამ კატეგორიაში ხვდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ), რომელიც ადრე მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა და ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესიაა ქვეყანაში.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეკლესიამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ოფიციალურად არ გამოუცხადებია ავტოკეფალია.

უკრაინის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეკლესიას არ გაუწყვეტია მოსკოვთან ურთიერთობა. ცოტა ხნის წინ მისი რიგი მღვდლებისა და იერარქების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის მხარდაჭერის ბრალდებით.

ფორმალურად კანონპროექტში არ არის მითითებული, რომ ის მიმართულია УПЦ-ს წინააღმდეგ. როგორც თანდართულ დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტორები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი არ ეწინააღმდეგება უკრაინის ევროინტეგრაციას და არ არღვევს ადამიანის უფლებებს.

„კანონის პროექტი უკრაინის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, გააცნობიერონ უკრაინის კონსტიტუციით გარანტირებული მსოფლმხედველობისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“, - ნათქვამია ტექსტში.

XS
SM
MD
LG