Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა „ჰამასის“ 10 წევრს


"ჰამასის" თავდასხმის შედეგად დამწვარი მანქანები ისრაელში მუსიკის ფესტივალზე. 10 ოქტომბერი, 2023 წელი
"ჰამასის" თავდასხმის შედეგად დამწვარი მანქანები ისრაელში მუსიკის ფესტივალზე. 10 ოქტომბერი, 2023 წელი

აშშ-ის ფინანსთა უწყებამ 18 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ ათ წევრს, თანამშრომლებს და ფინანსურ შუამავლებს, სანქციები დაუწესა კონფლიქტის ფონზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მას მერე გრძელდება, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს მოულოდნელი იერიში მიიტანა ისრაელზე.

ამ იერიშის საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორს ალყა შემოარტყა და ტერიტორიას ბომბავს. სულ კონფლიქტის დაწყებიდან მოკლულია ოთხი ათასამდე ადამიანი. "ჰამასს" გატაცებული ჰყავს ორასამდე მძევალი.

აშშ-ის მიერ სანქციები დაუწესდათ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ ღაზაში, ასევე უცხოეთში - სუდანში, თურქეთში, ალჟირსა და კატარში, - იტყობინება ფინანსთა უწყება. სანქციები შეეხო „ჰამასის" ორ მაღალი რანგის პირს: მუჰამად აჰმად აბდ ალ-დაიიმ ნასრალას, რომელიც კატარშია და აიმან ნოფალს, რომელიც. სავარაუდოდ, 17 ოქტომბერს მოკლეს საჰაერო თავდასხმის დროს.

XS
SM
MD
LG