გაეროს უშიშროების საბჭომ 18 ოქტომბრისთვის დანიშნა კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც გმობს „ჰამასის“ საშინელ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე, ასევე ნებისმიერ ძალადობას სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ და გამოდის „ჰუმანიტარული პაუზებისკენ“ მოწოდებით, რათა აუცილებელმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზის მცხოვრებლებამდე მიაღწიოს.
მოლაპარაკება რეზოლუციის ტექსტის გარშემო, რომელიც ბრაზილიამ წარადგინა, გრძელდებოდა და საბოლოო ვარიანტი, რომელიც კენჭისყრაზე უნდა გაიტანონ, 17 ოქტომბრის გვიან საღამოს ჯერ არ იყო გამოქვეყნებული.
კენჭისყრა ამ ვარიანტის გარშემო დაინიშნა მას მერე, რაც 16 ოქტომბერს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რუსეთის მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გმობდა ძალადობას და ტერორიზმს სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ, მოითხოვდა „ცეცხლის ჰუმანიტარულ შეწყვეტას,“ მაგრამ არ ახსენებდა „ჰამასს“.