ხაშურის მუნიციპალიტეტში მეზობლებმა 15 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი, სავარაუდოდ, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა და სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით არის აღძრული.
არასრულწლოვანი დაახლოებით 2 წლის წინ დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებდა სექსუალური ძალადობის საქმეში. მისი ბაბუა გაუპატიურების ბრალდებით არის გასამართლებული და 16 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მოზარდის ფსიქოემოციური მდგომარეობის გამო საქმეში ჩართული იყო ფსიქოლოგი.
არასრულწლოვანი შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით კაცი 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს - მას შემდეგ, რაც მოზარდმა მომხდარის შესახებ სხვებს უამბო, კაცმა მიმალვა სცადა.