Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუვრიდან, ასევე ვერსალის სასახლიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა ბომბის აფეთქების მუქარის შემდეგ, საფრანგეთში განგაშია


(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

პარიზის ლუვრის მუზეუმმა და ვერსალის სასახლემ 14 ოქტომბერს, ბომბის მუქარის მიღების შემდეგ, სტუმრების და თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა.

საფრანგეთის მთავრობამ უსაფრთხოების მაღალი დონის განგაში გამოაცხადა მას მერე, რაც ორი დღის წინ ახალგაზრდა კაცმაერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელი სასიკვდილოდ დაჭრა. ეჭვმიტანილი რუსეთში დაბადებული ეთნიკური ჩეჩენია, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, სადაც თავდასხმა მოხდა.


ლუვრის საკომუნიკაციო სამსახურის განცხადებით, არავინ დაშავებულა და არც ინციდენტი აღნუსხულა.


ბომბის მუქარა ვერსალმაც მიიღო, განაცხადა ეროვნული პოლიციის სპიკერმა. განხორციელდა სასახლისა და მისი ბაღების ევაკუაცია, სანამ პოლიცია ამოწმებდა ტერიტორიას, იტყობინება AP-ი.

XS
SM
MD
LG