Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი გახდა


სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰან ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა "რომის წესდების" რატიფიკაციას და ამით, ამ ქვეყანამ აღიარა ჰააგაში მოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია.

ერევნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთმა ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად. ხაჩატურიანის ოფისის განცხადებაში წერია, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „უკანა რიცხვით და აღიარა სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია“.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ისევე, როგორც ასევე საერთაშორისო, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს, ბინა ნიდერლანდში, ჰააგაში უდევს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურიდიული საფუძველი რომის წესდება - სტატუტია. სასამართლო განიხილავს საერთაშორისო სამართლის ოთხი ძირითადი დანაშაულის - გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, აგრესიის დანაშაულისა და ომის დანაშაულის საქმეებს.

XS
SM
MD
LG