Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შავ ზღვაზე დრონების ჩამოყრის შესახებ იტყობინება


(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

14 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარის შავი ზღვის სანაპიროსთან ჩამოყარა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატები.

სოჭის მერი, ალექსეი კოპაიგოროდსკი იტყობინება, რომ „ქალაქში მსხვერპლი და დაზიანება არ არის, აეროპორტი და ქალაქის ყველა სისტემა მწყობრად მუშაობს“.

ადრე სოჭის და მისი შემოგარენის მცხოვრებლებმა გაავრცელეს ცნობები და გამოაქვეყნეს ვიდეოები აფეთქებების შესახებ.

გამოცემა Осторожно, новости-ს თანამოსაუბრემ უთხრა, რომ აფეთქებების ხმა ოლიმპიურ პარკთან და სოჭის ცენტრშიც კი ისმოდა. სხვები ლაპარაკობენ სირენების შესახებ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის რეგიონების ხელისუფლებამ, https://www.rbc.ru-ის შეფასებით, 500-ზე მეტჯერ გაავრცელა ინფორმაცია დრონებით თავდასხმის შესახებ. ამ თავდასხმებს მოჰყვა ნგრევა და მსხვერპლი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თავდასხმები უკრაინული მხრიდან ხორციელდება. კიევი ამ შეტყობინებებზე კომენტარს არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG