Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სკოლის მასწავლებელი მოკლა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

საფრანგეთის ქალაქ არასის ჩრდილოეთში მდებარე გამბეტის საშუალო სკოლაში ერთი მასწავლებელი დაიღუპა და ორი ადამიანი დაიჭრა თავდასხმის დროს, რომელიც, ფრანგული მედიის თანახმად, ამ სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, სავარაუდოდ, ეთნიკურმა ჩეჩენმა ჩაიდინა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელი, 20 წლის ახალგაზრდა, პოლიციამ დააკავა. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია. მაგრამ როგორც სააგენტო "ფრანს პრესს" განუცხადეს პოლიციაში, თავდასხმის დროს იგი ყვიროდა: „ალაჰ აკბარ“.

მოკლული მასწავლებელი სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა, ხოლო დაჭრილთაგან ერთი იმავე სკოლაში მუშაობს სპორტის მასწავლებლად.

ფრანგული მედიის თანახმად, ქალაქ არასში ჩასვლას დღის განმავლობაში გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

  • 2020 წლის 16 ოქტომბერს, საფრანგეთში მოკლეს სკოლის პედაგოგი სემუილ პატი, რომელმაც მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრისას აჩვენა სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს" კარიკატურა წინასწარმეტყველ მუჰამედზე. პირი, რომელმაც მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, 18 წლის ეთნიკურად ჩეჩენი აბდულაჰ ანზოროვი იყო. ის საპოლიციო ოპერაციისას მოკლეს.
XS
SM
MD
LG