Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უეფამ გადადო ევროპის საკვალიფიკაციო მატჩი კოსოვოსა და ისრაელის გუნდებს შორის


ისრაელის და კოსოვოს ნაკრებების შეხვედრა თელ-ავივში, 24 მარტი, 2024 წელი
ისრაელის და კოსოვოს ნაკრებების შეხვედრა თელ-ავივში, 24 მარტი, 2024 წელი
უეფამ, ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ გადადო 2024 წლის ევროპის საკვალიფიკაციო მატჩი კოსოვოსა და ისრაელს შორის, რომელიც 15 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
მატჩის გადადების მიზეზი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტია, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა 7 ოქტომბრის შემდეგ.
უეფამ განაცხადა, რომ კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში დაგეგმილი მატჩის გაუქმება გადაწყვიტა, „რადგან ისრაელის ხელისუფლება ამჟამად არ აძლევს ეროვნული გუნდის მოთამაშეებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლებას“.
უეფას თანახმად, "თამაშის ახალი თარიღი მომავალში გამოცხადდება".
XS
SM
MD
LG