Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოპულისტმა რობერტ ფიცომ შეძლო კოალიციაზე მორიგება და ის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გახდება


რობერტ ფიცო. 1 ოქტომბერი, 2023.
რობერტ ფიცო. 1 ოქტომბერი, 2023.

სლოვაკეთში პოპულისტმა რობერტ ფიცომ შეძლო კოალიციაზე მორიგება და ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება.

ოფიციალური მოლაპარაკებები მის პარტიას („კურსი - სლოვაკეთის სოციალური დემოკრატია“) და ორ სხვა პოლიტიკურ პარტიას შორის სამშაბათს დაიწყო. ერთად მათ უმრავლესობა აქვთ პარლამენტში.

გადამწყვეტი იყო ფიცოს ყოფილი თანაპარტიელის, პეტერ პელეგრინის პოზიცია. პელეგრინი ხელმძღვანელობს ახლახან ჩატარებულ არჩევნებში მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიას „ხმა - სოციალური დემოკრატია“. მან და მისმა თანაპარტიელებმა ფიცოსთან და პრორუსულ „სლოვაკეთის ეროვნულ პარტიასთან“ კოალიციაში შესვლა გადაწყვიტეს. ამავე დროს ფიცოს ოპონენტებმა - პროევროპულმა ლიბერალებმა და კონსერვატორებმა - პელეგრინის მათთან კოალიციის შექმნა და პრემიერ-მინისტრობაც კი შესთავაზეს, მაგრამ პელეგრინიმ უარი თქვა.

ფიცო ერთხელ უკვე იყო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი. მისმა პარტიამ ახლახან გაიმარჯვა არჩევნებში და პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების მანდატი მიიღო. მოსალოდნელია, რომ მისი ხელმძღვანელობით მომავალი მინისტრთა კაბინეტი ნაწილობრივ მაინც გადახედავს უკრაინის მიმართ პოლიტიკას. ფიცო კიევისთვის სამხედრო დახმარების სრულად შეწყვეტის მომხრეა. მის გამარჯვებას ადრე მიესალმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ანალოგიურ პოზიციას იკავებს უკრაინის ომთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG