Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამბედაობის 20 წამი


ავტორი: ლიკა გოდერიძე

უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზაზე, ჩანთიდან ყურსასმენი ამოვიღე და ნაცნობი მუსიკა ჩავრთე, ჩავედი მეტროში, დავჯექი და დაიძრა მატარებელიც, თითქოს არაფრით გამორჩეული დღე იყო.

ვაკვირდები ადამიანებს, არაფრის მომცემი ფიქრები მიპყრობს, ვხედავ, ცარიელ სახეებს, ერთნაირად გადაპრანჭულ სხეულებს, წყნარ თავდაჯერებულობებს, ვხედავ თვალებზე გაჩენილ ნაპრალებს, რომლებიც მხოლოდ დროთა ცვლილებების სახსოვარი არ უნდა იყოს.

რამდენიმე სადგურის გავლის შემდგომ, მატარებელი გაჩერდა, გონებაში დავიწყე თვლა 1, 2, 3, 4, …10, 11….20, და უცებ ვიწყებ ფიქრს, ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას რესურსზე.

ვხვდები, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ავიწყებათ, ყველაზე ძვირფასი ხელსაწყო დრო, რომლის აღდგენა, ან უკან დაბრუნება არ ხდება.

ხომ იცით? ,,არაფერი არ არის ისე შორს როგორც გასული წუთი“

გვიფიქრია იმაზე, რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია სულ რაღაც 20 წამში? გამბედაობის 20 წამი, რომ დარეკოთ, დაიწყოთ საუბარი, დაწეროთ წერილი სასურველი ადრესატისთვის, დატოვოთ თანამდებობა, მოითხოვოთ ის, რაც გსურდათ ყოველთვის, ადგილი მიუჩინოთ თვითკმაყოფილ იდიოტებს ქედმაღლობის გარეშე ... გამბედაობის 20 წამი თქვათ უბრალოდ "არა" ან "დიახ".

თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს, ოცნებები, სურვილები, მიზნები, ხშირად, რაღაც წინ გვეღობება, რომ მივყვეთ მათ.

თავით ვეჯახებით დაბრკოლებებს, რომლებიც გვაშინებს მიზნისაკენ სწრაფვის პროცესში.

უმეტეს შემთხვევაში, რასაც ვერიდებით ან უგულებელვყოფთ, მოთმინებით გველოდება, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა, უბრალოდ დავიწყოთ - ხტომა, მოძრაობა, გარისკვა.

დაწყება, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული ნაწილია. ჰკითხეთ ნებისმიერ მყვინთავს, სკუბა მყვინთავს, ქირურგს, მეწარმეს, ან ნებისმიერ ჭეშმარიტად წარმატებულ, ბედნიერ ადამიანს, რომელსაც იცნობთ და ისინი გეტყვიან, რომ პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია… ამის შემდეგ, ყოველი ნაბიჯი თანდათან უფრო ადვილი ხდება.

Რას ელოდებით? რისი გეშინიათ ? სურვილი გაქვთ, მაგრამ ყოყმანობთ სცადოთ თუ არა ? რისი თქმა გჭირდებათ?

დაიწყეთ...

ჩვენ, ყველანი საკუთარი საზომით ვზომავთ ცხოვრებას, ყველაფრის ძალა საკუთარი თავიდან მოდის. საათის ისრებით დათვლილი წუთები ყველაფერი ვერ იქნება, დრო რეალურად ჩვენი სხეულის მეშვეობით აბრუნებს ისრებს.. და საკუთარ წარმოსახვით სივრცეში გვძერწავს..

25-ე კადრის ეფექტივით ჩამიარა ჩემი ცხოვრების კადრებმა თვალწინ, ვიწყებ ფიქრს, იმ სამომავლო ქმედებებზე, რომელიც ჩემი მიზნისკენ სწრაფვის გზაზე აუცილებელია.... ამ ფიქრებში გართულმა უეცრად აღმოვაჩინე, რომ უკვე უნივერსიტეტის წინ ვდგავარ.

უბრალოდ გადადგი ერთი ნაბიჯი, მიეცით საკუთარ თავს რამდენიმე წამი გამბედაობის და შედეგი?

აუცილებლად რაღაც დიდებული გამოვა !

“You know, sometimes all you need is twenty seconds of insane courage. Just literally twenty seconds of just embarrassing bravery. And I promise you, something great will come of it.”

― Benjamin Mee

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG