Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის საფეხბურთო კლუბმა სერბი მწვრთნელი პუტინისთვის მილოცვის გამო გაათავისუფლა


7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინს 71 წელი შეუსრულდა.
7 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინს 71 წელი შეუსრულდა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის დაბადების დღის მილოცვის გამო ესტონურმა საფეხბურთო კლუბმა "ვიიმსი სმსრაჰამ“ მთავარი მწვრთნელი, სერბეთის მკვიდრი ვლადიმირ იოვანოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შვიდ ოქტომბერს, პუტინის 71-ე დაბადების დღეს, იოვანოვიჩმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის ფოტო გამოაქვეყნა ასეთი წარწერით: "დიდხანს სიცოცხლე, სეხნიავ! სერბები და რუსები სამუდამოდ ძმები არიან." მოგვიანებით მან წაშალა პოსტი და თქვა, რომ ნანობს თავის საქციელს.

"გულწრფელად, მთელი გულით ვნანობ მომხდარს. მწარე გამოცდილებიდან მე სასარგებლო გაკვეთილი მივიღე. მაგრამ ჩემი აზრი - ჩემი აზრია. ამ პლანეტაზე ყველას აქვს საკუთარი აზრის უფლება. ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ამ პლანეტაზე ვერავინ მეტყვის, რა ვიფიქრო. ამას სიტყვის თავისუფლება ჰქვია, ეს დემოკრატიაა", - განაცხადა იოვანოვიჩმა RusDelfi-სთან საუბარში.

საფეხბურთო კლუბ „ვიიმსი სმსრაჰას“ ხელმძღვანელმა ანდრეი გოლოვინმა Rus.ERR-თან კომენტარში აღნიშნა, რომ იოვანოვიჩი გაათავისუფლეს "სოციალურ ქსელებში არასწორი ქცევის" გამო.

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იმ დროს, როდესაც ომი გრძელდება, გუნდის მთავარი მწვრთნელი ასე იქცეოდეს“, - განაცხადა გოლოვინმა.

XS
SM
MD
LG