Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აჩერებს პალესტინის დახმარებას


ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰელი

ევროკავშირი შეაჩერებს პალესტინისთვის ყველა სახის დახმარების გამოყოფას, ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ მიერ გაჩაღებული ომის გამო, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰელმა.

"გარდამტეხი აღმოჩნდა ისრაელისა და მისი ხალხის მიმართ ტერორისა და სისასტიკის მასშტაბი. პალესტინელების უმსხვილესი დონორი, ევროკომისია, იწყებს 691 მილიონი ევროს მოცულობის განვითარების დახმარების მთელი პაკეტის გადახედვას. ყველა გადახდა შეჩერდება", - დაწერა ვარჰელმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ში).

ვარჰელმა განმარტა, რომ ლაპარაკია 2023 წლის ყველა მიმდინარე გადასახადისა და ახალი ბიუჯეტის წინადადებების შეჩერებაზე, ასევე პალესტინასთან ერთობლივი პროექტების გაყინვაზე.

მანამდე პალესტინისთვის დახმარება შეწყვიტეს გერმანიამ და ავსტრიამ.

  • 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ხმელეთიდან შეიჭრა ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
  • ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.
  • პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2 271.
  • 2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.
XS
SM
MD
LG