სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ცეცხლი გაუხსნეს ისრაელელი ტურისტების ავტობუსს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის ორი ისრაელელი და ერთი ეგვიპტელია. ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა, მისი ჭრილობები საშუალო სიმძიმისაა.
ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ავტობუსს პოლიციელმა გაუხსნა ცეცხლი. დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
სროლის მიზეზის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
ისრაელელ ტურისტებთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა ომის ფონზე, რომელიც ისრაელში დაიწყო 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ. ჯიჰადისტებმა თავიანთ მომხრეებს მოუწოდეს, მათ ბრძოლას შეუერთდნენ ისრაელის წინააღმდეგ.