Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა - ელჩი


ლაშა ჟვანია, საქართველოს ელჩი ისრაელში
ლაშა ჟვანია, საქართველოს ელჩი ისრაელში

"ჰამასის" თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში შეტყობინება არ შემოსულა, აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია.

„რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, 3 არის ნათანიაში, ერთი არის თელ-ავივში. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით განათავსა სასტუმროში. არიან ბავშვები პედაგოგებთან ერთად, ისინი ფესტივალზე იყვნენ ჩამოსული, არიან უსაფრთხოდ“, - თქვა ჟვანიამ.

მისივე თქმით, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ისრაელის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და პოლიციასთან.

7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიების მასიური იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზის სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში, დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ისრაელის სამხედრო ბაზა. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები. ტყვეთა ნაწილი ღაზაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG