საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
აეროპორტში ალიევს დახვდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.