Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიით მომარაგებას უწყვეტს ღაზის სექტორს


საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის სარაკეტო იერიში ქალაქ ღაზაზე. 2 მაისი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: ისრაელის სარაკეტო იერიში ქალაქ ღაზაზე. 2 მაისი, 2023.

ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიით მომარაგებას უწყვეტს ღაზის სექტორს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი ისრაელის ენერგეტიკის მინისტრ იზრაელ კაცზე დაყრდნობით.

როგორც გაზეთი Haaretz-ი წერს, ისრაელი ღაზის სექტორის ელექტრომომარაგების ორ მესამედს უზრუნველყოფს. დანარჩენ ერთ მესამედს ღაზის სექტორში არსებული ელექტროსადგურები გამოიმუშავებს.

როგორც გაზეთი შენიშნავს, ღაზა უკვე განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს, მაგრამ ისრაელიდან მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში ვითარება სერიოზულად დამძიმდება.

7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიების მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზის სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები. ტყვეთა ნაწილი ღაზაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG