ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ისრაელის მედიას აცნობა დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლის ახალი მონაცემები.
სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაიღუპა 150-მდე ადამიანი, ათასამდე ჰოსპიტალიზებულია.
როგორც ტელერადიოკომპანია Kan-ი იტყობინება, დაშავებულთაგან ათეულობით ადამიანია კრიტიკულ მდგომარეობაში.
როგორც ვარაუდობენ, მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.
თავის მხრივ, ღაზის სექტორში მოქმედი სამედიცინო სამსახურები იუწყებიან, რომ პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის საპასუხო დარტყმების შედეგად დაღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, არის მრავალი დაჭრილი.
7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიების მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზის სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის არმია ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“ და ახორციელებს საპასუხო საჰაერო დარტყმებს ღაზის სექტორში. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები. ტყვეთა ნაწილი ღაზაში გადაიყვანეს.