Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა დაასრულა მსოფლიოს თასზე გამოსვლა


რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და დამარცხდა ანგარიშით 43-19
რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა უელსის წინააღმდეგ ჩაატარა და დამარცხდა ანგარიშით 43-19

საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის თასს ისე გამოეთიშა, ერთი თამაშის მოგებაც ვერ შეძლო. ბორჯღალოსნებს ჯგუფური ეტაპის ბოლო - მეოთხე ტურის წინ უკვე დაკარგული ჰქონდათ პლეი ოფში გასვლის შანსი. დასკვნით შეხვედრაში კი უელსს დაუპირისპირდნენ და დამარცხდნენ, ანგარიშით 19:43.

უელსთან მატჩამდე, საქართველოს ნაკრებმა სამუი თამაში ჩაატარა. აქედან ორი წააგო: ავსტრალიასთან - 15:35, ფიჯისთან - 12:17. პორტუგალიასთან შეხვედრა კი ფრედ დაასრულა - 18:18 და საუკეთესო შემთხვევაში, C ჯგუფში ბოლოსწინა - მეოთხე ადგილს დაიკავებს. შესაბამისად, მსოფლიოს 2027 წლის თასზე მოსახვედრად, შესარჩევი ციკლის გავლა მოუწევს. ფინალური ეტაპის საგზურის ვადაზე ადრე გასანაღდებლად, ჯგუფში სამეულში მოხვედრა იყო აუცილებელი.

XS
SM
MD
LG