Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება: ტერორის ადგილი თანამედროვე სამყაროში არ უნდა იყოს


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება ჰამასის თავდასხმას ისრაელზე.

"ღრმად შეშფოთებული ვართ ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულ ადამიანების დაღუპვის გამო. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში. ტერორის ადგილი თანამედროვე სამყაროში აღარ უნდა იყოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. ჰამასი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ვრცელდება ინფორმაცია 22 დაღუპულის და 500-ზე მეტი დაშავებულების შესახებ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მრავალი კადრი, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცები არიან გამოსახული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანა ომშია, თავდაცვის მინისტრმა კი საომარი მდგომარეობის გამოსაცხადებლად მზადყოფნა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG