Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ჩამოაგდეს მოსკოვისკენ მიმავალი დრონი


საილუსტრაციო ფოტო: დრონის ოპერატორი სადაზვერვო დრონით ლუგანსკის ოლქში. 19 აგვისტო, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: დრონის ოპერატორი სადაზვერვო დრონით ლუგანსკის ოლქში. 19 აგვისტო, 2023.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადეს, რომ მოსკოვის ოლქის თავზე გამთენიისას განდგურდა უპილოტო საფრენი აპარატი.

„ისტრის საქალაქო ოლქში მოგერიებულია მოსკოვის მიმართულებით მიმავალი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა,“, - წერს სობიანინი. მოსკოვის აეროპორტებში კვლავ გადაიდო ან გაუქმდა ათობით რეისი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დრონი უკრაინამ გაუშვა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.

ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია ანექსირებული ყირიმის სანაპიროსთან უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წელს რუსეთის რეგიონები - როგორც სასაზღვრო, ისე არასასაზღვრო - რეგულარულად იბომბება, არის ნგრევა და მსხვერპლი.

რეგიონული ხელისუფლებები, როგორც წესი, ამტკიცებენ, რომ თავდასხმები უკრაინის მხრიდან ხდება. კიევი ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG