Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ოპოზიციური ჯგუფი იტყობინება აფეთქების შესახებ სარკინიგზო ხაზზე, რომელსაც რუსეთის არმია იყენებს


საილუსტრაციო ფოტო - სარკინიგზო კვანძი
საილუსტრაციო ფოტო - სარკინიგზო კვანძი
ბელარუსის ოპოზიციურმა გაერთიანებამ, „ბელარუს რკინიგზელების კავშირმა“ განაცხადა 6 ოქტომბერს, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი სადგურ აზიარიშჩას მახლობლად.
აზიარიშჩას რუსეთის სამხედროები იყენებენ ჯარისკაცების, იარაღის, ასევე ტექნიკის გადატანის მთავარ პუნქტად. აფეთქების მიზეზი არ არის დადგენილი.
ბელარუსის ხელისუფლებას ოპოზიციური ჯგუფის განცხადება არ დაუდასტურებია.
ბელარუსის ავტორიტარულმა მმართველმა, ალიაქსანდ ლუკაშენკამ ნება დართო მოსკოვს, გამოიყენოს თავისი ტერიტორია უკრაინაში შეჭრის პლაცდარმად. მინსკი ასევე დათანხმდა ქვეყანაში რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას.
XS
SM
MD
LG