ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ნორვეგიელი მწერალი იუნ ფოსე გახდა. ნობელის პრემიის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ფოსეს პრესტიჟული ჯილდო „თავისი ინოვაციური პიესებისა და პროზისთვის გადაეცა, რომელიც უთქმელს ხმას ანიჭებს“.
იუნ ფოსე დაიბადა 1959 წელს. იგი ცნობილია, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, მაგრამ, პირველ რიგში, როგორც დრამატურგი. მისი ნამუშევრების მიხედვით სპექტაკლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თეატრებში იდგმება.
ფოსეს სადებიუტო რომანი" წითელი, შავი" გამოქვეყნდა 1983 წელს. "მისი ნამუშევარი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, შედგება მრავალი პიესის, რომანის, პოეზიის კრებულის, ესეების, საბავშვო წიგნებისა და თარგმანებისგან", - ნათქვამია ნობელის კომიტეტის პრესრელიზში. ფოსე მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, ძირითადად სკანდინავიის ქვეყნებში.