რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აჩვენა ვიდეო, რომელშიც რუს სამხედროებს ირანული ჭურვები აქვთ. თეირანი უარყოფს, რომ მოსკოვს სამხედრო დახმარებას უწევს, მათ შორის მომარაგებით. მედიიდან ამაზე ყურადღება გაამახვილა გერმანულმა გამოცემა Bild-მა.
თავდაცვის სამინისტროს ვიდეოში ნაჩვენები იყო „არაშის“ ტიპის 122 მმ-იანი ჭურვები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, წერდა 2 ოქტომბერს რუს სამხედროებთან დაახლოებული ტელეგრამის არხი. ეს არის საფუძვლიანად გადამუშავებული რაკეტები საბჭოთა „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებიც არის როგორც რუსეთის, ისე ირანის არმიის შეიარაღებაში.
ირანული ჭურვები კონფლიქტის ზონიდან რამდენჯერმე მოხვდა ვიდეოებზე. მათ უკრაინელი სამხედროებიც იყენებდნენ. ამ შემთხვევებში, სავარაუდოდ, ლაპარაკი იყო ჭურვებზე, რომლებიც დასავლელმა მოკავშირეებმა ჩაიგდეს ხელში, როცა ისინი მეომარ იემენში მიჰქონდათ. ირანი ერთ-ერთ მეომარ მხარეს უჭერს მხარს.
ივნისის ბოლოს რუსულმა სამხედრო ბლოგმა ImpNavigator-მა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის არმიას შეეძლო ჩინური წარმოების ირანული ჭურვების გამოყენება 152 მმ-იანი ჰაუბიცებისთვის.
საერთაშორისო ვაჭრობის წესები ზოგადად გულისხმობს, რომ საბრძოლო მასალის ხელახალი ექსპორტი შეუძლებელია მწარმოებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში ჩინეთის, ნებართვის გარეშე.
თეირანიც და პეკინიც უარყოფენ რუსეთისთვის რაიმე სახის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა უკანასკნელად ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ირანი ასეთ დახმარებას არ უწევს რუსეთს, იხსენებს Bild-ი.