Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევმა უარი განაცხადა გრანადაში ფაშინიანთან შეხვედრაზე


მარცხნიდან: შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი; ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერი; ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი; ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი. პრაღა. 2022 წლის 6 ოქტომბერი
მარცხნიდან: შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი; ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერი; ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი; ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი. პრაღა. 2022 წლის 6 ოქტომბერი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, შეხვედრაზე. მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნების ლიდერების შუამავლობით 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

სააგენტო Trend-ის ცნობით, ალიევი ესპანეთს არ ეწვევა. მიზეზად სახელდება „საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე უთანხმოება პარიზსა და ბერლინს შორის შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“.

„ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი თქვა მოლაპარაკებაზე“, - წერს გამოცემა.

ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები საფრანგეთის, გერმანიისა და ევროსაბჭოს ლიდერების მონაწილეობით უნდა გამართულიყო. ერევანი და ბაქო იმედს გამოთქვამდნენ, რომ ახლოს იყო სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა.

ბოლოს ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ წინადადებები აგვისტოში გაცვალეს. რამდენჯერმე რედაქტირებული დოკუმენტის დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით სამხედრო ოპერაცია დაიწყო მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ათიათასობით ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა. 20 სექტემბერს არაღიარებული რეგიონის ხელმძღვანელობამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა. რეგიონის თითქმის მთელმა სომხურმა მოსახლეობამ დატოვა სახლები.

XS
SM
MD
LG