Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედეთის მედიაში გაჟონა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის შესაძლო ლაურეატების სახელებმა


შვედეთის მედიაში გაჟონა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის შესაძლო ლაურეატთა სახელებმა.
შვედეთის მედიაში გაჟონა ქიმიის დარგში ნობელის პრემიის შესაძლო ლაურეატთა სახელებმა.

შვედეთის მედიამ 4 ოქტომბერს, ქიმიის დარგში ლაურეატების ოფიციალურად გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, გამოაქვეყნა ნობელის პრემიის წლევანდელი შესაძლო მფლობელების, როგორც ჩანს, წინასწარ გაჟონილი სახელები.

გაზეთი Dagens Nyheter-ი წერს, რომ შვედეთის მეცნიერებათა აკადემიისგან მიიღო წერილი, რომელიც გამარჯვებულებად ასახელებს აშშ-ში მცხოვრებ ქიმიკოსებს - მუნგი ბავენდის, ლუის ბრუსს და ალექსეი ეკიმოვს.

აკადემიის ქიმიის ნობელის კომიტეტის ექსპერტმა ჰაინერ ლინკემ გამოცემას უთხრა, რომ გამარჯვებულები ჯერ შერჩეულნი არ არიან. აკადემიის პრესმდივანმა კომენტარზე უარი განაცხადა.

ნობელის პრემიის ლაურეატების სახელების წინასწარ გაჟონვა იშვიათი შემთხვევაა, რადგან აკადემიები, რომლებიც ამ პრემიას გასცემენ, დიდ ძალისხმევას ახმარენ ოფიციალურად გამოცხადებამდე გამარჯვებულთა ვინაობის საიდუმლოდ დატოვებას.

XS
SM
MD
LG