Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ბჟანიას შეხვდება


ფოტო არქივიდან: ასლან ბჟანია (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი
ფოტო არქივიდან: ასლან ბჟანია (მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოთხშაბათს სოჭში შეხვდება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას. კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ბჟანიას პრესსამსახურმა დაადასტურა.

იუწყებიან, რომ შეხვედრის დღის წესრიგშია მოსკოვისა და სოხუმის შემდგომი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

დღეს, 3 ოქტომბერს, ასლან ბჟანიამ შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ გააფართოებს იმ ქვეყნების წრეს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ე.წ. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა. რუსეთის შემდეგ საქართველოს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.

XS
SM
MD
LG