Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში არაოფიციალურად აღნიშნეს მეორმოცე დღე "ვაგნერის" ხელმძღვანელის, პრიგოჟინის სიკვდილიდან


ევგენი პრიგოჟინი
ევგენი პრიგოჟინი

რუსეთში არაოფიციალურად აღნიშნეს მეორმოცე დღე გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილიდან.

მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, სოჭში, ეკატერინბურგში, ჩელიაბინსკში და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში სახელდახელოდ აღმართულ მემორიალებთან მოქალაქეებმა ყვავილები მიიტანეს. მსგავსი ცერემონიები გაიმართა ბელარუსის ქალაქ ჰომელში და რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში.

"ვაგნერის" წევრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში 150-მდე მანქანამ მიიღო მონაწილეობა პროცესიაში, პრიგოჟინის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.

"ვაგნერმა" სახელი გაითქვა ბრძოლის სასტიკი და დაუნდობელი მეთოდებით უკრაინაში. ივნისის ბოლოს ჯგუფმა საკუთრივ რუსეთში მოაწყო ხანმოკლე ამბოხება.

XS
SM
MD
LG