Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარნაულში პოლიციამ პოეტი ომის საწინააღმდეგო ლექსების კითხვის გამო დააკავა


არტიომ სახაროვი
არტიომ სახაროვი

ბარნაულის ცენტრალურ რაიონში, პუშკინის ძეგლის მახლობლად, პოლიციამ პოეტი და აქტივისტი არტიომ სახაროვი ომის საწინააღმდეგო ლექსების წაკითხვის გამო დააკავა.

ადამიანის უფლებათა პროექტ "OVD-Info-ს" ცნობით, ღონისძიების გამართვას სახელწოდებით "პუშკინის საკითხავები. პოეზია მშვიდობისთვის", კვირას ძეგლთან რამდენიმე აქტივისტი გეგმავდა.

დაკავების შემდეგ სახაროვი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ ის საკანში ღამით დატოვეს. ამავე დროს, არ არსებობს ინფორმაცია იმაზე, რომელი მუხლი წაუყენეს აქტივისტს. უშუალოდ მას ვერ უკავშირდებიან.

მარტში არტემ სახაროვი 20 ათასი რუბლით დააჯარიმეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს არასანქცირებული აქციის ორგანიზებაში. ბარნაულის ცენტრში პოეტმა უკრაინაში ომის მსხვერპლთა ხსოვნის იმპროვიზებული მემორიალი აღმართა.

  • მაისში მოსკოვის ტვერსკოის რაიონულმა სასამართლომ პოეტ და როკმუსიკოს ნიკოლაი დაინეკოს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსკოვში მაიაკოვსკის ძეგლთან ომის საწინააღმდეგო ლექსების წაკითხვის გამო. ის დამნაშავედ ცნეს "სიძულვილის წახალისებაში" და "ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის მოწოდებაში."
  • ამავე საქმეზე დააკავეს კიდევ ორი აქტივისტი: არტიომ კამარდინი და ეგორ შტოვბა. დაკავების შემდეგ ისინი სცემეს, ხოლო კამარდინს, მოწმეების თქმით, სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს.
XS
SM
MD
LG