Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სოჭში დრონი მისი მშობლების სახლის მახლობლად დაეცა


მარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი

რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა და მედია-მენეჯერმა, მარგარიტა სიმონიანმა დაიჩივლა, რომ კვირას ღამით უკრაინული დრონი სოჭში მისი ნათესავების საცხოვრებელი სახლის წინ დაეცა.

"წუხელ, დამრტყმელი დრონი ჩამოვარდა ადლერში (სოჭის მიკრორაიონი-რედ.) ჩვენი ოჯახის სახლის, წინ სადაც მე და დედაჩემი გავიზარდეთ და ჩემი ნათესავები ჯერ კიდევ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ“, - წერს სიმონიანი ტელეგრამის არხში.

მისი ეს სტატუსი მთავრდებ წინადადებით, რომელშიც, სავარაუდოდ, აგრესორი ქვეყნის მხრიდან "ბირთვული ულტიმატუმის" შესახებ არის მინიშნება: „სამიზნეები სულ უფრო შორ მანძილზეა, ფსონები იზრდება, ბირთვული ულტიმატუმი ალტერნატივის გარეშეა“ - წერს სიმონიანი.

მარგარიტა სიმონიანი და სხვა რუსი პროპაგანდისტები დიდი ხანია მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტსა და თავდაცვის სამინისტროს, სარაკეტო იერიშები მიიტანონ უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე, რომლებშიც იგულისხმება უკრაინის პრეზიდენტის სასახლე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის შენობები.

1 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „მოიგერია“ დრონების იერიში, რომლებიც სოჭისა და სმოლენსკისკენ მიფრინავდნენ.
ინტერნეტით გავრცელებული ცნობებით, დრონი ან მისი ნამსხვრევები ადლერის აეროპორტთან ახლოს დაეცა, რის შემდეგაც იქ კვამლი შენიშნეს. რუსული მედიის განმარტებით, სოჭის აეროპორტში კვირას 14 რეისი გადაიდო.

XS
SM
MD
LG