რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია „გრომ-2“-ი კლასის ორი 2 რაკეტის ჩამოგდების შესახებ. მათი ფრაგმენტები ანექსირებულ ყირიმში ჯანკოის რაიონის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ანექსირებული ყირიმის რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა საცავები. მისივე თქმით, მსხვერპლი არ არის.
- უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, 2014 წელს ანექსირებულ ყირიმზე არაერთხელ განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ აქვთ სრული უფლება გაანადგურონ რუსეთის სამხედრო სამიზნეები ანექსირებულ ყირიმში.