Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2-3 ოქტომბერს საქართველოში ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი


გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ელიან ძალიან ძლიერ წვიმას, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმულ ღელვას.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG