Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა


პოლიცია აფეთქების ადგილზე ანკარაშ. 1 ოქტომბერი, 2023 წელი
პოლიცია აფეთქების ადგილზე ანკარაშ. 1 ოქტომბერი, 2023 წელი

კვირას დილით უცნობმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ანკარას ცენტრში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აიფეთქა. უწყების ინფორმაციით, თვითმკვლელი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ხოლო მისი თანამზრახველი პოლიციამ მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ტერაქტის მცდელობად შეაფასა.

სააგენტო Haberturk-ის თანახმად, ორი ადამიანი მანქანით მიუახლოვდა შენობას და მოახდინა აფეთქება. დაშავდა ორი პოლიციელი.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდით თურქეთის პარლამენტის შენობა მდებარეობს. იქ საზაფხულო შესვენების შემდეგ პირველი სხდომა უნდა დაწყებულიყო. სავარაუდოდ, ტერორისტები აფეთქების განხორციელებას საპარლამენტო სხდომის დაწყებამდე იმ დროს გეგმავდნენ, როდესაც დეპუტატები შენობაში შედიოდნენ.

XS
SM
MD
LG