რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ „მოიგერია“ დრონების იერიში, რომლებიც სოჭისა და სმოლენსკისკენ მიფრინავდნენ.
სავარაუდო უპილოტო თვითმფრინავები დააფიქსირეს ქალაქ სოჭში, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში. ინტერნეტით გავრცელებული ცნობებით, დრონი ან მისი ნამსხვრევები აეროპორტთან ახლოს დაეცა, რის შემდეგაც იქ კვამლი შენიშნეს. რუსული მედიის განმარტებით, სოჭის აეროპორტში კვირას 14 რეისი გადაიდო.
სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა, 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ უპილოტო თვითმფრინავები „საავიაციო ქარხანაზე თავდასხმას ცდილობდნენ.“
ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "მოგერიებულად" გამოაცხადა თვითმფრინავების თავდასხმა და ტრადიციულად დაადანაშაულა უკრაინა. რუსეთის სამინისტროს თანახმად მათ სავარაუდოდ "ჩამოაგდეს სამი თვითმფრინავი სმოლენსკის და ერთი კრასნოდარის რეგიონებში."
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს, ისევე როგორც უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიებს – პირველ რიგში ბელგოროდის, ბრაიანსკის და კურსკის რეგიონებს, ბოლო დროს, რეგულარულად ესხმიან თავს დრონები, ადგილი აქვს სასაზღვრო ტერიტორიების საარტილერიო დაბომბვას. უკრაინული მხარე ასეთ ინცინდენტებზე კომენტარს არ აკეთებს.